воскресенье, 22 июля 2018 г.

პროექტის პორტფოლიო - წიგნი vs ინტერნეტ თამაშებზე მიჯაჭვულობა


პროექტით სწავლება საინტერესო და მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლისთვის. ამ მოდულით ვისწავლე როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ სასწავლო პროცესში გავზარდო მოსწავლეთა ჩართულობა და მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის  სააზროვნო უნარები.
კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებას, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს ,რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს.
ტრენინგის მსვლელობისას შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნიმუშირაც მათ დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. ვისწავლე როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ  განვსაზღვრო მისი მომზადების დრო.შევისწავლე ელექტრონული ფოსტის მრავალი ფუნქცია და შექმნილი რესურსები (პორტფოლიო) ავტვირთეთ Gmail-ის დისკსა და შემდეგ კი ბლოგზე. რაც შეეხება ბლოგს იყო ისეთი საკითხები რომლებიც ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.
ვფიქრობ, ეს ტრენინგ-მოდული ჩემთვის იყო ძალზე ნაყოფიერი, საინტერესო და მნიშვნელოვანი.
 
 მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ირინას.

Комментариев нет:

Отправить комментарий