воскресенье, 22 июля 2018 г.

პროექტის პორტფოლიო - წიგნი vs ინტერნეტ თამაშებზე მიჯაჭვულობა


პროექტით სწავლება საინტერესო და მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლისთვის. ამ მოდულით ვისწავლე როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ სასწავლო პროცესში გავზარდო მოსწავლეთა ჩართულობა და მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის  სააზროვნო უნარები.
კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებას, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს ,რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს.
ტრენინგის მსვლელობისას შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნიმუშირაც მათ დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. ვისწავლე როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ  განვსაზღვრო მისი მომზადების დრო.შევისწავლე ელექტრონული ფოსტის მრავალი ფუნქცია და შექმნილი რესურსები (პორტფოლიო) ავტვირთეთ Gmail-ის დისკსა და შემდეგ კი ბლოგზე. რაც შეეხება ბლოგს იყო ისეთი საკითხები რომლებიც ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.
ვფიქრობ, ეს ტრენინგ-მოდული ჩემთვის იყო ძალზე ნაყოფიერი, საინტერესო და მნიშვნელოვანი.
 
 მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ირინას.

четверг, 19 июля 2018 г.

დღე მე-8    რეფლექსია
პროექტის მსვლელობისას  .მნიშვნელოვანია ფასილიტაციური მასალების შექმნა.
მოსწავლემ უნდა იცოდეს რომელია მისი ძლიერი მხარე, დიფერენცირებული სწავლებისას რომელი სტრატეგიების განხორციელება სურს. რა გამოწვევებს და სირთულეებს შეიძლება წააწყდეს და რა მეთოდებით გაუმკლავდება ამ სირთულეებს.

среда, 18 июля 2018 г.

დღე მე-7 
 რეფლექსია


განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებიც დამეხმარება მოვახდინო მოსწავლეთა ცოდნის ამაღლების პროგრესი.ვიმსჯელეთ შეფასების დადებით მხარეებზე.

среда, 11 июля 2018 г.

რეფლექსია
პროექტის დროს აუცილებელია შეფასების გეგმის შექმნა.
რადგანაც, შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას, მათ მიერ მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებას და  უნარ-ჩვევების დაუფლებას.
 შეფასების გეგმა კარგად გამოხატავს თემაზე მუშაობის დროს შეფასების გამოყენების პერიოდებს.   უზრუნველყოფს პროექტის შესაბამისობას სასწავლო მიზნებთან.
განსაზღვრავს შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, მკაფიო მოლოდინებსა დასაბოლოო პროდუქტისა და მუშაობის ხარისხის შედეგს. განსაზღვრავს პროექტის მონიტორინგის ეტაპებს, მასწავლებლის ინფორმირებულებისა და მოსწავლეთა სწავლის სწორი მიმართულების შენარჩუნების სტრატეგიებს.

вторник, 10 июля 2018 г.

რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ პროექტთან დაკავშირებული სასწავლო  მიზნებისა და შედეგების დაწერაში.
   მოსწავლის კრიტიკული აზროვნების სააზროვნო უნარებზე გასვლაში.

суббота, 7 июля 2018 г.

რეფლექსია
ჩემი აზრით პროექტით სწავლება საინტერესოა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლისთვის. მე ვფიქრობ, რომ აქ შეძენილ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში და სასწავლო პროცესს საინტერესოს გავხდი.